ალიევის კულტი აზერბაიჯანში [ფოტო]

ჰეიდარ ალიევი ბილიარდს თამაშობს – ფოტო მეწაღის ოთახის კედელზე; აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოქალაქეებს ყოველდღე და ყოველწუთს ახსენებენ, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში მთავარია და მის კულტს უნდა ეთაყვანებოდნენ.

ალიევის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებასთან ერთად, ქვეყანაში შენობებს, ქუჩებს, პარკებს, მოედნებს, საგამოფენო დარბაზებსა და მუზეუმებს ჰეიდარ ალიევის, აზებაიჯანის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჯამინდელი პრეზიდენტის მამის სახელი ენიჭება.

ჰეიდარ ალიევის, როგორც ქვეყნის “ყველა დროის უდიდესი ლიდერისა” და “ერის მამის” პორტრეტებსა და მისი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს აზერბაიჯანის უნივერსიტეტების, სკოლების, სასტუმროების, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებების კედლებზე საპატიო ადგილი უკავია. ჰეიდარ ალიევთან ერთად, აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პორტრეტის ჩამოკიდებაც თითქოს იქცა ნებისმიერი ორგანიზაციის ხელშეუხებლობის გარკვეულ გარანტიადაც აზერბაიჯანში.

მოქალაქეების დამოკიდებულება ამ ფენომენისადმი არ არის ცალსახა. ნაწილისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და არამოსაწონია, როდესაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე -ქალაქსა თუ სოფელში, მაღაზიასა თუ მეწაღის ჯიხურში – პრეზიდენტის პლაკატს აწყდებიან, თუმცა შიშის გამო ამას ხმამაღლა თითქმის არავინ ამბობს.

ჰეიდარ ალიევის კულტის გაძლიერება ქვეყანაში 2003 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ეს ფენომენი ერთადერთს ემსახურება – არ შეარყიოს ალიევების ძალაუფლება ქვეყანაში.

 

ბანერი ბაქოში ჰეიდარ ალიევის გამოსახულებით და მისი ფრაზა: “სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, ყოვლისშემძლეა”

ჰეიდარ ალიევის პორტრეტი ქალაქ განჯაში
შენობა ბაქოში ჰეიდარ ალიევის ფრაზით: “აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის მთავარი ამოცანა ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა”
ჰეიდარ ალიევის პორტრეტი გზატკეცილებსაც ამშვენებს
ჰეიდარ ალიევის 94 წლისთავისადმი მიძღვნილი წარწერა
ჰეიდარ ალიევის ფოტოების თვალიერება შორიდანაც შეიძლება, ბაქო;
წარწერა ჰეიდარ ალიევის პორტრეტზე “თავისუფლება და დამოუკიდებლობა ნებისმიერი ერის მთავარი მონაპოვარია”; აზერბაიჯანი, ქალაქი თოვუზი
ლენინის სახელობის სასახლე, 2004 წელს ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლედ გადააკეთეს
ჰეიდარ ალიევის პორტრეტი ბაქოში
სოფლის ჩაიხანა ჰეიდარ ალიევისა და ლენინის ფოტოებით

აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმის მიერ თავისუფალი ჟურნალისტების დევნის გამო, ფოტორეპორტაჟი აზერბაიჯანიდან ნეტგაზეთისთვის ანონიმმა ავტორმა მოამზადა.

netgazeti.ge

Leave a Reply