Latest posts by Aliq Media (see all)
სომხურმა ტელეკომპანია “ერკირ მედიამ” სექტემბრის დასაწყისში მორიგი დომკუმენტური ფილმი აჩვენა, სადაც ნაჩვენებია ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დამოკიდებულება.
34-წუთიან ფილმი სახელწოდებით „მეგობარი ქვეყნის აკრძალვები“ იმის მოყოლით იწყება, რომ სომხეთისთვის საქართველოს მიერ არჩეული ევრიპული გზა და წარმატებები ამ გზაზე სასიხარულოა, რადგან განვითარებულ მეზობელს მხოლოდ კარგი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ფილმში ასევე ნათქვამია, რომ არავის შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება.
ფილმის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ბოლო დროს გახშირებულ საზღვრის კვეთის ინციდენტებზე. კერძოდ, 2016 წლის მარტიდან მოყოლებული ერკირ მედიას ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფს პრობლმები ექმნებათ საქართველოში შემოსვლისას, როგორც სამუშაო ასევე პირადი ვიზიტების დროს, მეტიც, მათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
„ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, როდესაც ერკირ მედიის გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში თურქულ-აზერბაიჯანული როლის შესახებ დოკუმენტური ფიმი გადაიღო. ფილმის ავტორი არტურ მკრტჩიანი გაესაუბრა ქართველ ექსპერტებს, რომლებმაც თავიანთი შეფასებები გააკეთეს. ფილმი კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერს თურქეთისა და აზერბაიჯანის როლს საქართველოს ეკონომიკაში. ფილმის აღქმა, როგორც ანტიქართულის არ შეიძლება, რადგან ფილმში ნაჩვენებია ის რაც რეალობაა,“-ამბობს ჟურნალისტი არტურ მკრტჩიანი.
პარტია „დაშნაკცუთიუნის“ ბიუროს წევრის კირო მანოიანის თქმით – „როგორც ჩანს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უფრო მეტად დაკავებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ მუშაობით, და ქალაქიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებით, შემდეგ კი მისი ბაქოსთვის გადაცემით, ვიდრე ქვეყნის რეალური უსაფრთხოების საკითხებით.”
“რატომ არ უშვებენ გადამღებ ჯგუფს, ეს საკითხი ჯერ შესწავლილი არ არის. ისეთი შემთხვევა ვიცი, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერიც კი ჩაერია საკითხის მოგვარებაში, თუმცა ამანაც შედეგი არ გამოიღო, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტია იმისი თვალსაჩინოდ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, არამედ უშიშროების სამსახურის გავლენაა“.