Latest posts by Aliq Media (see all)
7 სექტემბერს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა აცხადებს Shamshyan.com.
გამთენიას, 04:00 საათზე ნატახტართან ერთმანეთს Mercedes-Benz-ის მოდელის ავტომანქანა რუსული ნომრებით 0961 XA 777 და ავტომობილი Setra ნომრებით 24 OR 444 ერთმანეთს შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად Mercedes-ის მძღოლი და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ავტობუსის 11- მა მგზავრმა დაზინებები მიიღო.
Shamshyan.com-ის ინფორმაციით, ავტობუსი ერევანში მცხოვრებ გორ თადევოსიანის სახელზეა დარეგისტრირებული, რომელსაც მგზავრები რუსეთში გადაჰყავდა.
წინასწარი ინფორმაციით შემთხვევა Mercedes-ის მძღოლის შეცდომით მოხდა.
საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად სომხეთის ორი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.