ლიბანელმა სომეხმა მრბოლელმა ბელგიაში საავტომობილო ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა

ბელგიაში ჩატარებულ მსოფლიო ცნობილ Total 24 Hours of Spa-ს საავტომობილო რბოლაში, ლიბანელმა წარმოშობით სომეხმა მრბოლელმა ალექს დემირჭიანმა მე-3 ადგილი დაიკავა.

ტურნირში 64 ავტომობილი მონაწილეობდა, თუმცა ფინიშის ხაზი მხოლოდ 35-მა გადაკვეთა.

დემირჭიანმა აღნიშნა, რომ ტურნირი დიდი შესაძლებლობაა სომხეთი და ლიბანი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს. მის მანქანა ორივე, სომხეთისა და ლიბანანის დროშებით იყო წარმოდგენილი.
Total 24 Hours of Spa ამინდის პირობების გათვალისწინებით და იმ ფაქტის გამო, რომ რბოლა 24 საათის განმავლობაში გრძელდება,  ერთ-ერთ ყველაზე რთულ ავტოტურნირად მიიჩნევა.

Leave a Reply