Latest posts by Aliq Media (see all)
ტეხასის შტატში ქარიშხალი “ჰარვის” შედეგად 31 აგვისტოს ჰიუსტონში მცხოვრები რამდენიმე სომხური ოჯახი დააზარალა.
ქარიშხალი “ჰარვი” აშშ-ში 26 აგვისტოს ღამით დაიწყო. ის ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ქარიშხალია. ქარის სიჩქარემ ეპიცენტრში 200-208 კმ / სთ-ს მიაღწია.
ჰიუსთონის მცხოვრები ზარეჰ აღაჯანიანის თქმით, ტეხასში დაბნეულობაა, ადგილები დატბორილია, ქუჩები დაკეტილია და ბევრი ოჯახი სახლში ვერ ბრუნდება.
ზარეჰ აღაჯიანმა ფეისბუქზე შემოიწირულობის შეგროვების მიზნით საოჯახო დახმარების ფონდის გვერდი Houston Armenian Family Relief Fund შექმნა.
სომეხი საზოგადოების წევრები ერთმანეთს მხარს უჭერენ და საცხოვრებელს სთავაზობენ. შაბათ საღამოს, როდესაც წყალდიდობა დაიწყო, მეგობრებმა ზარეჰს თავშესაფარი შესთავაზეს.
დაზარალებული სომხურ ოჯახების რიცხვი ამ დრომდე იზრდება. მათ შორის, დღეისთვის უკვე 21 სომხური ოჯახია. Houston Armenian Family Relief დახმარების ფონდმა უკვე 24 ათასი დოლარი შეაგროვა. შემოწირულებით შეგროვებული ფული მთლიანად გადანაწილდება ამ ოჯახებს შორის, თუმცა დახმარება მხოლოდ ფულის სახით არ არის.