ოთხი წელი პირველადი დახმარების გარეშე

ახალქალაქის სოფელ ბალხოს მცხოვრებლები ჯანდაცვის სამინისტროსა და ახალქალაქის მმართველობისგან სამედიცინო პუნქტის გახსნას და ექიმის დანიშვნას ითხოვენ.

მათი თქმით, აუცილებელია სოფელს ერთი ექთანი მაინც ჰყავდეს, რომელიც ყოველთვის სოფელში იქნება და შეძლებს პირველადი დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოქალაქეებს.

სოფლის მოსახლეობას მუდმივად ესაჭიროება პირველადი დახმარება, რომელიც მათი განცხადებით, წლებია არ აქვთ.
სოფელში ექთანი იყო მანუშაკ ავაქიანი. ის მუშაობდა 1984-2014 წლებში, მაგრამ ისიც გაათავისუფლეს სამსახურიდან შტატების შემცირების გამო. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სამედიცინო დახმარებისთვის დღესაც ყოფილ ექთანს მიმართავს.

ახალქალაქის 64 სოფლიდან მხოლოდ 39-ს ჰყავს ექთანი და მხოლოდ 14 ექიმი ასრულებს კონტროლს მთელ რაიონში. აღნიშნული მონაცემებით, ერთ ექიმზეა დაახლოებით 5-6 სოფელია.

მოსახლეობამ რამდენჯერმე წერილობით მიმართა ახალქალაქის თვითმმართველობას, სოფლებში ვაკანსიების დამატების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ არის.
jnews.ge

Leave a Reply