აღმოსავლეთ ევროპის პრესტიჟული მედია ჯილდო ერევანში გაიმართება

4-5 ნოემბერს, ADAMI მედია პრიზის კულტურული მრავალფეროვნება აღმოსავლეთ ევროპაში ფარგლებში მედია ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი ჟურნალისტები, პროდუსერები და რეჟისორები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ბელარუსიიდან და უკრაინიდან.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი პროექტები წარადგინონ და კომპეტენტური შეფასებები და რეკომენდაციები მიიღონ.

ADAMI მედია პრიზის წარმომადგენელის ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის თქმით ფორუმის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ჟურნალისტების ერთად შეკრება და გამოცდილების გაზიარება, ისევე როგორც საქმიანი კავშირების დამყარება ევროპის მედიის წარმომადგენლებთან.

მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღიაა აღნიშნული ქვეყნების ჟურნალისტებისა და მედია სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. დაინტერესებულმა პირებმა განცხადება 20 სექტემბერამდე უნდა შეავსონ.

სატელევიზიო ჟურნალისტმა არტაკ ვარდანიანმა, რომელიც ADAMI მედია პრიზის 2016 წლის გამარჯვებულია განაცხადა, რომ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ჟურნალისტისთვის თავდაჯერებულობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

“როდესაც ხედავ რამდენად პროფესიონალი გუნდი მუშაობს, რამდენად ხარისხიანი და პრესტიჟული ჯილდოა და ამ პრიზისთვის შენმა ფილმმა გაიმარჯვა, რა თქმა უნდა პროფესიული თავმოყვარეობა და თავდაჯერებულობა გეზრდება,” აღნიშნა მან.

სომხეთში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე კლაუს ვენდელბერგერგმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტებს გერმანია მხარს უჭერს. მისი თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ADAMI მედია პრიზის ფინანსური მხარდამჭერი,  რომელიც სომხეთის ჩათვლით ექვს ქვეყანას აერთიანებს.

Leave a Reply