Latest posts by Aliq Media (see all)
4 სექტემბერს, სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც იგი თავის ჩინელ კოლეგას ჩან ვანტანუანს შეხვდა. მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სომხურ-ჩინური მოლაპარაკებები გაიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში, ვიგენ სარგსიანმა ჩინელ კოლეგას მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარულ სფეროში ეფექტიან თანამშრომლობას, ასევე სამხედრო პერსონალის მომზადებასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ვიგენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომეხი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ჩინეთის სამხედრო სასწავლებლებში უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, შესანიშნავი ოფიცრები და მეთაურები არიან. სომხეთი, თავის მხრივ, მზად არის გააგრძელოს და უფრო გააფართოვოს ჩინეთის სამხედრო პერსონალის მომზადების პროგრამა.
მინისტრებმა ერთმანეთს ორ ქვეყანას შორის არსებულ მგრძნობიარე საკითხებზე თანმიმდევრული და კონსტრუქციული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადეს. ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. სარგსიანმა ჩინელ კოლეგას კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს მტკიცე პოზიცია აქვს ყარაბაღის პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარებაზე, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყოველთვის მზად არიან სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის.
სარგსიანმა მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს სომხეთის თავდაცვის სფეროში მრავალი წლის განმავლობაში უფასო დახმარებისთვის. სომხეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს სომხეთ-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობების ერთ-ერთი დადასტურებაა. შეხვედრის ბოლოს მინისტრებმა ხელი მოაწერეს 10 მილიონიან დახმარების ხელშეკრულებას.