წალკაში აშუღ ჰავასის 121-ე იუბილე აღნიშნეს

3 სექტემბერს, წალკის რაიონის სომხურ სოფელ აიაზმაში აშუღური სიმღერების ოსტატის გუსან ჰავასის 121-ე საიუბილეო ღონისძიება ძეგლის გახსნით აღნიშნეს.


ცერემონიას წალკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ჰენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი და სომხეთის პარლამენტის დეპუტატი შირაკ თოროსიანი ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიის შემდეგ არქიეპისკოსმა ტერ ბაბგენ სალბიანმა რეკვიემი შეასრულა, რის შემდეგ საველე დემონსტრაცია გაიმართა.

ჰავასის იუბილეს წალკაში 1991 წლიდან ყოველ წელს აღნიშნავენ.

Leave a Reply