Latest posts by Aliq Media (see all)
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) დეპუტატმა შირაკ თოროსიანმა, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა, წელს სომხურ -ქართული საზღვარი გადაკვეთა. შირაკ თოროსიანის თქმით, მის მიმართ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება, სომხურ-ქართული ურთიერთობების ახალ ფაზაში შესვლის მიმანიშნებელია.
დღეს ერევანში, პრესკლუბ „ფასტარკში“ სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრისას შირაკ თოროსიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას ესმის, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ გავლენა იქონიონ საქართველოში პოლიტიკური მოვლენებზე.
“საქართველოში დღეს ჯანსაღი ძალები ფორმირდება და საქართველოს მთავრობამ თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გასანეიტრალებლად სომხეთთან დაახლოების ინიციატივა გამოიჩინა. ამ კონტექსტში სომხურ-ქართული ურთიერთობები ასევე სომხური მხარის ძალისხმევით უკეთესობისკენ მიდის,” თქვა თოროსიანმა.
„ახლა ჩვენ სომხურ-ქართული რეალური ურთიერთობების ფორმულირების მოწმეები ვხდებით. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ურთიერთობები ლოზუნგებისა და სადღეგრძელობის ხასიათს ატარებდნენ“– დასძინა მან.
დეპუტატის მტკიცებით, განსხვავებული საგარეო კურსის სომხეთსა და საქართველოს რეგიონში პანთურქიზმის შეკავების პრობლემა აქვთ.
„დღეს საქართველოს მთავრობას ეს ესმის და ცდილობს მიხეილ სააკაშვილის დამღუპველი პოლიტიკა საქართველოსთვის გაანეიტრალოს. ამ კონტექსტში რაიმე საგარეო -ოლიტიკურ ორიენტაციას, ან მიდგომების განსხვავებას არ შეუძლია ხელი შეუშალოს სომხურ-ქართულ ურთიერთობებს“.
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა შირკ თოროსიანს 2009 წლის 19 ივნისიდან აეკრძალა.