“არა – სომხური ოკუპაციის დაკანონებას“ აქცია თბილისში

“არა – სომხური ოკუპაციის დაკანონებას“, ეს იყო 31 აგვისტოს  „ქართული ნაციონალისტური კულტურის“  მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი ლოზუნგი და მესიჯი.

აქცია  საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, სადაც ორგანიზატორებიდან გიორგი ჭელიძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მუდმივად მეზობელ ქვეყნებს  საქართველოს ტერიტორიებს “ურიგებს”.

„ახლა ხუჭაპისა (ჰუჯაბის დედათა მონასტერი) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის დრო დადგა. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი მივიღეთ, რომ დიახ რეალურად დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიხედვით ჰუჯაბის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ეს არა მხოლოდ სრულიად ტყუილია არამედ ღალატი. სხვაგვარად ვერ ვუწოდებ იმას, რომ ჩვენი მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოთა კავშირის მხრიდან დახაზულ რუკაზე დაყრდნობით, იმ ქვეყნის რუკაზე დაყრდნობით, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტერიების ოკუპირება მოახდინა“.

ალიქ მედიასთან საუბარში ჭელიძემ საპროტესტო აქციის მიზანზე ისაუბრა.

„ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქციაა. ჩვენი მიზანია მთავრობა გავაფრთხილოდთ, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადადგას და  არ გააგრძელოს დაწყებული პოლიტიკა“.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციის წინ 15 წუთს გაგრძელდა, რომელშიც დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა. აქცია ქართულ მედიას არ გაუშუქებია.

Leave a Reply