Latest posts by Aliq Media (see all)
სამ თვეზე მეტია, რაც ქალაქ ნინოწმინდაში ერევნის, კარლ მარქსის, პუშკინის, გოგოლის, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლები სასმელი წყლის ნაკლებობას უჩივიან.
ერევნის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სასმელი წყალი მათთვის მუდმივი პრობლემაა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ნინოწმინდის ოფისში აცხადებენ, რომ წყლის ნაკლებობის მთავარი მიზეზი მოსახლეობის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.
“გვავლის გამო წყლის წნევა ისედაც დაბალია, ხალხი კიდევ ღია ტოვებს ონკანებს ან სასმელი წყლით მიწას რწყავენ,” აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია ირწმუნება, რომ სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მალე მოგვარდება. სოფელ ჰეშტიას გავლით ახალ მილსადენის ხაზს ააშენებენ, რომლითაც ერთ საათში 101 კუბური მეტრი წყალი გავა.