ბარალეთში ახალდაგებულ ასფალტის გზას მოსახლეობა აპროტესტებს

სოფელ ბარალეთში ასფალტის დაგების სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ სოფლის მოსახლეობასა და მშენებლებს შორის უთანხმოებაა. მოსახლეობის თქმით, ახალ გზას ბევრი ხარვეზი აქვს, მაგალითად, არ არის ტროტუარები, გადასასვლელი და საგზაო ნიშნები.

ახალქალაქის რეგიონალური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის, ტერიტორიული, სამშენებლო და არქიტექტურის განყოფილების უფროსის ალბერტ ნაჰატაკიანის განცხადებით, დაპირისპირება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ისე კომპანიის მიერ დაქირავებული მუშების დაუდევრობამ გამოიწვია.

“ტროტუარების მშენებლობისთვის განკუთვნილი ქვიშა სოფლის მცხოვრებლებმა წაიღეს და თავიანთი ეზოები გააკეთეს, ზოგიერთ ნაწილში კი თავად მშენებლებმა იზარმაცეს. მას შემდეგ რაც მუშები სამუშაო ადგილას გამოცხადნენ,  ისე მოხდა, რომ მოსახლეობასთან უთანხმოება მოუვიდათ და ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. მოსახლეობისთვის მიუღებელია, რომ მშენებლები აკეთებენ იმას, რაც პროექტით არის გათვალისწინებული,” – თქვა ნაჰატაკიანმა.

jnews.ge

Leave a Reply