Latest posts by Aliq Media (see all)
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარემ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითადი პუნქტები გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ : მთიანი ყარაბაღის რთული ისტორიის გათვალისწინებით, მხარეებმა მომავალში უნდა განსაზღვრონ საბოლოო სამართლებრივი სტატუსი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და იურიდიულად სავალდებულო ნების დადასტურებით.
ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, რომელსაც არ აკონტროლებს ბაქო, უნდა მიეცეს დროებითი სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების და ავტონომიის გარანტიებს.
მთიანი ყარაბაღის გარშემო დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანის კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. იქ არ შეიძლება იყოს დასახლება, აზერბაიჯანის სუვერენიტეტის გათვალისწინების გარეშე. აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ამ ტერიტორიებზე უნდა აღდგეს.
სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი კორიდორი უნდა არსებობდეს. იგი უნდა იყოს საკმაოდ ფართო, ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო, თუმცა არ შეიძლება, მასში შევიდიოდეს ლაჩინის მთელი რეგიონი.
რეგულაცია უნდა შეიცავდეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მოიცავს სამშვიდობო ზომებს. არ არსებობს სცენარი, რომელშიც მშვიდობა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას, ყველა მხარის ნდობით აღჭურვილი, კარგად მომზადებული სამშვიდობოების გარეშე.
ამერიკის ელჩმა ჰოგლანდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: ორშაბათს, 28 აგვისტოს ის ასრულებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მისსიას და თავის თანამდებობას უთმობს უკვე მუდმივ თანათავმჯდომარე, ენდრიუ შაფერს. რაც შეეხება ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ახალ თანათავმჯდომარეს, რიჩარდ ჰოგლანდის თქმით, ის დიდად გამოცდილი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც ბოლო დროს, საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ს დიპლომატების დროებით ადვოკატად მუშაობდა.
ახალ თანათავმჯდომარეს აქვს სრული ინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესის შესახებ და მზადაა თავისი ვალდებულებების შესრულებისთვის – განაცხადა ჰოგლანდმა.