Latest posts by Aliq Media (see all)
უკრაინის ქალაქ ბერდიჩევში „ძმები კლიჩკოს“ ტურნირში, სომეხმა ახალგაზრდებმა 5 მედალი მოიპოვეს.
დეტალები გაავრცელა სომხეთის კრივის ფედერაციის პრესმდივანმა.
სომხეთის წარმომადგენელმა ართურ ბაზეიანმა 52 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. 56 კგ წონით კატეგორიაში ჟირაირ სარგსიანმა და 69 კგ წონით კატეგორიაში ტონი გალსტიანმა ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს, ხოლო 49კგ წონის კატეგორიაში ერიკ თოხიანმა და 64 კგ წონის კატეგორიაში ბენიკ ნიკოღოსიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ტურნირში სომხეთის გუნდი 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. გუნდს, უფროსი მწვრთნელი დერინიკ ვოსკანიანი ახლდა.
აღვნიშნოთ, რომ ტურნირში მონაწილეობდა 11 ქვეყნის 84 სპორტსმენი.