ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში: დაზარალდნენ სომხეთის მოქალაქეები

22 აგვისტოს, დილის 08:19 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ წყალტუბოს რაიონის ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე, სოფელ ფარცხანაყანებთან, 07:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა: “Mercedes-Benz Vito” მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით 34 UM 996 (მძღოლი 1984 წელს დაბადებული გრიგორ აიდინიანი), ტრაკტორს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაზარალებული მძღოლი და ორი მგზავრი გადაყვანილ იყვნენ ქუთაისის მრავალფუნქციურ საავადმყოფოში, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა როგორც „სტაბილურად მძიმე“. ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაყვანილი სამი მგზავრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილი კიდევ ორი მგზავრი კი არ დაზარალებულა.

Leave a Reply