ევროკავშირის კვირეული ახალქალაქში

20 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 7 სკოლის მასწავლებლებისთვის, “ევროკავშირის კვირეული ახალქალაქში” პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე, “ევროკავშირი და საქართველო”.
ტრენინგი ჩაატარა ორგანიზაციან “სამოქალაქო განათლება სამართლიანი სახელმწიფოსთვის”, “ტოლერანტობის პროგრამის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება გაეროს ასოცაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ტრენერი იყო ორგანიზაციის თავმჯდომარე სედა მელკუმიანი.
ტრენინგი ჩატარდა ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. ყველა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გადაეცათ ბუკლეტები “საქართველო-ევროკავშირი: მოლოდინი, მითები და რეალობა”, რომლებსაც გაკვეთილების დროს გამოიყენებენ.
ტრენინგის დაწყებამდე, იმავე პროექტის ფარგლებში, 5 სოფელში კვლევა ჩატარდა. პირველ გამოკითხვაში მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი მოსაზრება, შიში და ისაუბრა მოსახლეობაში გავრცელებულ მითებზე.
მეორე კვლევის დროს გაირკვა, რომ მოსახლეობის აზრი შეცვლილია. ის განსხვავებულად უყურებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივებს, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც ადგილობრივების წუხილის საგანს კვლავ წარმოადენს.

jnews.ge

Неделя Евросоюза в Ахалкалаки

Leave a Reply