ახალგაზრდების მისაბაძი ქველმოქმედება

18 აგვისტოს ახალქალაქის კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტი ორგანიზებული იყო ახალგაზრდულ ცენტრ PITA-ს მიერ. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული ცენტრის ვოლონტიორებმა, ანსამბლმა “მურჯი”, სოფელი ვაჩიანის ანსამბლმა, ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა და სხვა შემსრულებლებმა.
კონცერტის დაწყებამდე სიტყვით დამოვიდა PITA-ს პროექტის კოორდინატორის ასისტენტი, ლეილა რაისიანი და ყველას მადლობა გადაუხადა.
კონცერტი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ატმოსფეროთი და დატვირთული პროგრამით. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული და სომხური ხალხური ცეკვები, სიმღერები და ლექსები. PITA-ს წევრებმა ფლეშმობიც კი მოაწყესეს.
დარბაზში მოსალოდნელზე მეტი მაყურებელი იყო, დაახლოებით 150 ადამიანი, უმეტესობა ახალგაზრდები.
ღონისძიება დასრულდა ბავშვებისათვის შეგროვილი თანხის და საჩუქრების გადაცემით. შეგროვილი თანხა, რომელმაც 640 ლარი შეადგინა, გადაეცა სოფელ ბავრას მრავალშვილიან ოჯახს. “ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ მმართველობას დაუცველი ოჯახების სიის მისაღებად და ავირჩიეთ ყველაზე გაჭირვებული ოჯახი”, – განაცხადა ლეილა რაისიანმა.
ახალგაზრდული ცენტრი კიდევ აპირებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებას, მით უმეტეს რომ წარმატებული გამოცდილება აქვთ.

jnews.ge

Молодёжь выступает в помощь нуждающимся

Leave a Reply