Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პრემიერ მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა, საკუთარი დაბადების დღის შემდგომი 4 სამუშაო დღე – მთიან ყარაბაღში გაატარა.
ამის შესახებ პრემიერ მინისტრის სპიკერმა, არმან არარატიანმა განაცხადა.
დასვების დღეებშიც პრემიერი კარაპეტიანი აქტიურად აქვეყნებდა მთიან ყარაბაღში გატარებული დღეების ფოტოებს.
თავის ფეისბუქის გვერდზე პრემიერი წერს – „ყარაბაღის პრემიერთან ერთად შაჰუმინის რეგიონში მიმდინარე მთელ რიგ ეკონომიკურ პროექტებს გავეცანით“.
„გუშინ (16 აგვისტოს) ყარაბაღის პრემიერ ჰარუთუნიანთან ერთად ასკერანის, მარტუნისა და მარტაკერტის რეგიონებს ვეწვიეთ, ვიყავით სოფელ მატაღისსა და თალიშში, სადაც მთელ რიგ მიმდინრე მნიშვნელოვან პროექტებს გავეცანით“.
კარენ კარაპეტიანი ფეისბუქის გვერდზე აზიარებს სომხურ ტრადიციულ სიმღრას „Traditional Armenian Garments“ და წერს – „მსოფლიოს განვითარების ტემპში ხშირად გვავიწყდება ჩვენი კულტურა, ხოლო ის ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანია“.
ფოტოები პრემიერის ფეისბუქის გვერდიდან.