არტემ იორდანიანი ახლოსაა გამარჯვებასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ახალქალაქელი მოკრივე არტემ იორდიანიანი “ძმები კლიჩკოს თასის” ნახევარფინალშია.
ახალქალაქის სპორტ კომპლექსის აღსაზრდელი, არტემ იორდანიანი ამ დღეებში მონაწილეობას იღებს უკრაინის ქალაქ ბერდიჩევში გამართულ კრივის საერთაშორისო ჩემპიონატში. ჩემპიონატში 15 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ. საქართველოს, სხვადასხვა წონით კატეგორიაში 8 მოკრივე წარმოადგენს.
არტემ იორდანიანი უკვე მეხუთე წელია, რაც საქართველოს კრივის ნაკრებშია და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობს. ის იბრძვის 91 კგ წონით კატეგორიაში. მისი მწვრთნელია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ატომ ელიზბარიანი.
უკრაინაში პირველი ბრძოლა მან გაატარა ყაზახეთიდან მონაწილე ნურტილეკ სადაკბაევთან და მეორე რაუნდში გაიმარჟვა ტექნიკური ნოკაუტით. ხვალ არტემ იორდანიანი იბრძოლებს უკრაინელ მოკრივე ანტონ ანტონოვთან.
მწვრთნელი ატომ ელიზბარიანის სიტყვით, ეს კონკურსი არტემისთვის გამოცდაა ევროპის ჩემპიონატამდე.

jnews.ge

Артём Иорданян близок к победе

Leave a Reply