Latest posts by Aliq Media (see all)
2 აგვისტოს, პროგრამის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში ქალაქ ნინოწმინდის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი. ღონისძიების მიზანი იყო ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, სომხურენოვანი წიგნების პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ნაჩვენები იყო დოკუმენტური მასალა სხვადასხვა დროის სომხურ-ქართული კულტურული თანამშრომლობის შესახებ. ასევე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის „ჰაიარტუნის“ წევრებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდა მუსიკოსებმა.
ღონისძიების დასასრულს, სკოლები და ბიბლიოთეკები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნებით დასაჩუქრდნენ.