Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის „იმედის“ ოფისში, პროექტის „არა ოჯახურ ძალადობას“ ფარგლებში ადგილობრივი ქალების მონაწილეობით მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასი ქალების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციას ემსახურებოდა. ქალბატონები დეკუპაჟის ტექნიკას ეუფლებოდნენ – „შემოქმედების ეს სახეობა დიდებსაც და პატარებსაც დააინტერესებთ, ის გულისხმობს ძველი ნივთების (ავეჯი, ჩანთები, ფეხსაცმელი და სხვა.) განახლებას. დეკუპაჟით ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს ვჩუქნით.“
ტრენერი ვალენტინა მარჯანიშვილის სიტყვებით: „უმუშევრობის ფონზე, ასეთმა ხელსაქმემ შეიძლება ოჯახის ბიუჯეტიც შეავსოს. შესაძლებელია უნიკალური საჩუქრების ან ისეთი ნივთების გაკეთება, რომელსაც შემდგომე გავყიდით“.
ნინოწმინდის გარდა, მასტერკლასები გაიმართება ასევე სოფელ გორელოვკაში და ახალქალაქის, წალკის, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ძირითადი მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ზომების შესწავლაა, რაც უზრუნველყოფს ქალებისა და ბავშვების დაცვას ოჯახური და სექსუალური ძალადობისგან.