ნინოწმინდის ქუჩებში ასფალტს აგებენ

საგზაო სატრანსპორტო კომპანიამ „ ჯავახეთი – ავტოგზა“ ნინოწმნიდის მუნიციპალიტეტის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ამ დროისთვის სამუშაოები გოგოლისა და სომხურ ქუჩებზე მიმდინარეობს.

ასფალტირება სომხურ ქუჩაზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 50 000 ლარს შეადგენს. ხოლო გოგოლის ქუჩა მაღალმთიანი რეგიონების ფონდიდანაა დაფინანსებული და მისი რეაბილიტაცია 448362.19 ლარი ეღირება .

კოპმანიის „ჯავახეთი – ავტოგზა“ დირექტორის მოადგილის, გიორგი ინასარიძის თქმით, ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშოები ტარდება.

nor.ge

Leave a Reply