ნაირ მელიქიანმა ჩემპიონის ქამარი მოიპოვა

ბათუმში გამართულ World martial arts festival საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალიზე, ნაირ მელიქიანმა კიკბოქსინგში პირველი ქამარი მოიპოვა.

ჯავახელმა ნაირ მელიქიანმა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პროფესიონალურ ორთაბრძოლაში ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ქვეშ მოასპარეზე აზერბაიჯანელი სპორტსმენი სრული უპირატესობით დაამარცხა.

„მე ჩემს გამარჯვებას მამაჩემს ვუძღვნი, მას შევპირდი, რომ აზერბაიჯანელზე გამარჯვებას აუცილებლად მოვიპოვებდი. მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელს – ატომ ელიზბარიანს, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდითაა“ – აღნიშნა კიკბოქსის ჩმიპიონმა, ნაირ მელიქიანმა.

World martial arts festival-ზე მსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ .

jnews.ge

Leave a Reply