Latest posts by Aliq Media (see all)
სოფელ ჰეშტიას გამგებლის თანაშემწემ, ეგორ კოტოიანმა აღნიშნა, რომ 450-500 კუბი ნაგავი გაწმენდილია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღნიშნული სახის სამუშოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი იყო გამოყოფილი.
სოფელი ჰეშტიისთვის წელს ნაგვის ახალი ორმო გაითხარა, ხოლო შემდეგ წელს ნაგვის ურნები დამონტაჟდება და პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობა ნაგავს გზაზე ყრიდა, რამაც დროის განმავლობაში გზა ნაგავსაყრელად გადააქცია. ასევე ნაგვისგან გასუფთავებულ იქნა სოფელ ჰეშტიას წყარო.