1+4 კურსდამთავრებული ვარსენიკი საკუთარ სკოლაში ქართულს ასწავლის

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საშუალო სკოლას თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. 1+4 პროგრამის კურსდამთავრებული ვარსენიკ ხაჩატრიანი დღეს მშობლიურ სკოლაში თავის ყოფილ მასწავლებლებს ეხმარება. 5 წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწვალის დროს ვარსენიკს მთლი რიგი სირთულეები შეხვადა. ახლა სიამაყით ამბობს, რომ მისი მოსწავლეები მსგავსს სირთულეებს აღარ წააწყდებიან.

„ერთხელ, სახლში მიმავალმა, ავტობუსში ხანდაზმულ ქალბატონს უნებლიედ ხელი გავკარი. ნაცვლად იმისა , რომ მეთქვა „უკაცრავად“, „მადლობა“ ვუთხარი. ყოველი სიტყვის სწავლის პროცესი ძალიან კარგად მახსოვს. როცა მაღაზიაში მივდიოდი ,მეგობარ გოგოს ვურეკავდი ის იღებდა ლექსიკონს და მკარნახობდა საჭირო სიტყვებს“ – ღიმილით იხსენებს ვარსენიკი.

ახალგაზრდა გოგო აღიარებს, რომ შედარებისთ უფრე მეტს მუშაობდა ვიდრე სხვები. ტექსტის სიტყვებს თავიდან სიტყვა სიტყვით თარგმნიდა, ამასთან ერთად ინფორმაციის ნაკლებობაც ჰქონდა.

„როდესაც მითხრეს, რომ ჯავახიშვილში ჩავაბარე, მე აზრზეც არ ვიყავი, ეს ქუჩის სახელია, თუ უნივერსიტეტის. ინფორმაციის ნაკლებობის მიზეზი ასევე ის იყო, რომ მხოლოდ სომეხ სტუდენტებთან გვქონდა ურთიერთობა, კომპლექსები გვქონდა ქართველებთან ურთიერთობაში, ხოლო ისინი ფიქრობდნენ, რომ ამაყები ვიყავით“.

ვარსენიკი იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 1+4 ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი პროექტით აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ურჩევს, პროფესია წინასწარ აირჩიონ და მაქსიმალურ შედეგზე აიღონ ორიენტაცია.

ვარსენიკი დიდ არაქალში სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობს. ეს პროგრამა შესაძლებლობას აძლევს კურსდამთავრებულებს თავიანთ რეგიონში ქართული ენა ასწავლონ. ვარსენიკი დამხმარე პედაგოგია.

„ვეხმარები დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით, როგორც მასწავლებლებს ასევე მოსწავლეებს, გაკვეთილს ორნი ვატარებთ, რაც უფრო შედეგიანია“.

ვარსენიკი სოფლის სკოლაში მთელი რიგი ღონისძიებების ინიციატორია. მოსწავლეებმა ათობით თემატური კედლის გაზეთი მოამზადეს, საიდანაც ქართული კულტურის, ტრადიციების და დღესასწაულების შესახებ შეიტყვეს. ჩვენ გადამღებ ჯგუფს ვარსენიკმა პირველკლასელთა მონაწილეობით თავისი ინიცირებული დადგმა სიამოვნებით აჩვენა.

სოფელში დაბრუნებას მეორე მიზეზიც აქვს, ვარსენიკის ოჯახი არაქალში ცხოვრობს და მას სახლში 4 წლის გოგონა ელოდება.

Leave a Reply