Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისში 2-28 სექტემბერს ჭადრაკის მსოფლიო თასი ჩატარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონი – მაგნუს კარლსენი მიიღბს.
რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის განცხადებით, მსოფლიო თასის ისტორიაში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი პირველად მიიღებს მონაწილეობას, რაც დიდი მოულოდნელობა იყო ორგანიზატორებისთვის.
ფიდეს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატში 128 მოთამაშე მიიღბს მონაწილეობას. მათგან ტურნირზე საქართველოს შემდეგი მოჭადრაკეები წარმოადგენენ – ბ. ჯობავა, მ. მჭედლიშვილი და ლ. ფანცულაია, ასევე ნ. ძაგნიძე, რომელიც შერჩეულია როგორც ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ნომინანტი.
სომხეთი 3 მოთამაშით იქნება წარმოდგენილი – ლ. არონიანი, რ. ჰოვჰანნისიანი და ჰ. მელქუმიანი.