Latest posts by Aliq Media (see all)
კოტ-დ’ივუარში მიმდინარე ფრანკოფონიის მე-8 თამაშებში თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, წარმოშობით ნინოწმინდელმა, ვარუჟან კოჯოიანმა (74 კგ. წონით კატეგორიაში) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვარუჟანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაიბადა და საშუალო განათლება ქალაქის მე-2 სკოლაში მიიღო. ის პატარაობიდანვე ჭიდაობით იყო გატაცებული. წარმატების მისაღწევად ის სომხეთში გადავიდა. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ვარუჟანი სომხეთშია და სპორტულ კარიერას იქ განაგრძობს.
ფოტო ვარუჟან კოჯოიანის ფეისბუქის გვერდიდან