კარტოფილის მწარმოებლების მიმართვა სოფლის მეურნეობის მინისტრს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტოფილის მწარმოებლები, უკვე მერამდენე წელიწადია სარწყავი არხის „ალმალის“ ამუშავებას და საკუთარი მიწების მორწყვას ელოდებიან. მეწარმეები პასუხისმგებელ პირებს სთხოვენ აშენებული არხის ამოქმედებას, რადგან სარწყავი სეზონი ვერ მოიცდის.

დღეს ყველა მწარმოებელი კარტოფილისთვის წყლის მიწოდებით არის დაკავებული.

„ალმალი“ არის სარწყავი სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა ამოქმედებულიყო. მან უნდა უზრუნველყოს სოფლები: ყულალისი, ქოსპიო, მურჯახეთი, ჩუდმური, ვაჩიანი, დილისკა, ზრესი, ყუმურდო, ხულგუმო და ბავრა. თუმცა უკვე 2 წელია გასული და სისტემა ჯერაც არ მოქმედებს.

„თვითონ სარწყავი სისტემის აღდგენის იდეა ძალიან კარგი იყო, დიდი თანხა დაიხარჯა იმისათვის, რომ გვესარგებლა, მაგრამ უკვე რომელია წელია მას ვერ ვიყენებთ. სარწყავი არხის იმედით, სოფლების მოსახლეობა უკვე მეორე წელია კარტოფილს თესავს არხის მიმდებარე მიწებზე. ახლა კარტოფილის აყვავების სავეგეტაციო პერიოდია და მორწყვის დაგვიანება არ შეიძლება“-ამბობს ასოციაცია „ახალქალაქური კარტოფილის“ წარმომადგენელი.

jnews.ge

Leave a Reply