Latest posts by Aliq Media (see all)
19-29 ივლისს მთიან ყარაბაღში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, პრეზიდენტს პარლამენტი( ეროვნული კრება ) აირჩევს.
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრესსპიკერის – დავით ბაბაიანის განცხადებით „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს, 2020 წლამდე გარდამავალი პერიოდისთვის პრეზიდენტს ეროვნული კრება აირჩევს. ეს ფაქტი უნიკალურია, რადგან მეორე შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა კრებამ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. პირველი პრეცედენტი კი 1995 წელს მოხდა, მაშინაც გარდამავალი პერიოდი იყო“.
ბაბაიანის თქმით, 2020 წლამდე მთიან ყარაბღს უხელმძღვანლებს ეროვნული კრების მიერ არჩეული პრეზიდენტი. მომავალში კი პრეზიდენტს ხალხი აირჩევს.
„ახალი კონსტიტუციის თანახმად 2020 წელს ეროვნულ კრებასა და პრეზიდენტს მოსახლეობა ერთ დღეში აირჩევს. ხალხი ხმას მისცემს როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის არჩევას“.
დავით ბაბაიანის თქმით, სექტემბერში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩვის შემდეგ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. ყარაბაღის მთავრობა შედგება სახელწიფო მინისტრისგან და მინისტრთა კაბინეტისგან, რომელსაც პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.