Latest posts by Aliq Media (see all)
სომხური სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია „სრბოც ქარასნიც მანკაც“ , რომელიც ალეპოს ომის დაწყების პერიოდიდან არ მოქმედებდა, კვლავ გაუღებს კარს თავის მრევლს.
მე-15 საუკუნის ეკლესია, რომელმაც სირიის ომის ყველა ქარტეხილი გამოიარა, ისევ ამოქმედდება და არა მხოლოდ მრევლს, არამედ ტურისტებსაც უასპინძლებს.
სასულიერო პირები ომის დღეებშიც კი აგრძელებდნენ სამრეკლოში ასვლასა და ლიტურგიის ჩატარებას. ამით ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიუხედავად ისლამისტი ტერორისტების თავდასხმებისა, სასულიერო ცხოვრება ალეპოში არ გამქრალა. როდესაც ტერორისტებმა ლიტურგიის საათები შეისწავლეს, ეკლესიის სამრეკლო მიზანში ამოიღეს.
დღეს ეკლესია ნახევრად დანგრეულია, მის შესაკეთებლად შემოწირულობების შეგროვება დიასპორამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო.