რკინიგზა სოფლის მოსახელობას პრობლემებს უქმნის

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა, მეცხოველეობითა და სოფლის მეურნეობით დაკავებულ მოსახელობას პრობლემებს უქმნის.

კერძოდ კი, სოფელ პატარა გონდურის მოსახელობას არ შეუძლია საქონლის საძოვრად წაყვანა, ასევე სახნავ-სათეს მიწებზე სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულება.

რკინიგზის მშენებლობის დროს, სოფლის მახლობლად ალტერნატიული საძოვარი არ იქნა გათვალისწინებული. ამჟამად გზა წვიმის წყლით სავსე ღრმა ორმოებს წარმოადგენს და სრულიად გაუვალია როგორც მანქანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის.

„რამდენჯერმე მივმართეთ სამშენებლო კომპანიას, თუმცა მათ ჩვენი მოსმენა არ სურთ. ამ დროისთვის რკინიგზა არ მოქმედებს, მაგრამ როდესაც ამოქმედდება,საქონლის საძოვრად გაყვანა შეუძლებელი გახდება“-ამბობს სოფელ პატარა გონდურას მოსახლე.

Leave a Reply