Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქში, ძნელაძის ქუჩაზე კანალიზაციის სარემონტო სამუშაოები შეწყდა, რადგან შესაბამისი ტექნიკა გორიდან უნდა ჩამოვიდეს.
„კანალიზაცია სავსეა ქვებით და სხვა სახის ნაგვით. საბნის მსგავსი გადასაფარებელიც კი ვნახეთ კანალიზაციაში. ჩვენს ტექნიკას არ შეუძლია ამის გაწმენდა. ტექნიკა, რომელიც გორიდან უნდა ჩამოვიდეს , მთელ საქართველოში მხოლოდ სამი ერთეულია“ – jnews.ge-სთან საუბარში თქვა ახალქალაქის რეგიონური საკრებულოს ინფრასტრუქტურის , სამშენებლო, ტერიტორიული მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსმა, ალბერტ ნაჰატაკიანმა.
ძნელაძის ქუჩის მცხოვრებმა, გარიკ ქამალიანმა აღნიშნა, რომ დილას მილში ქვა იპოვეს და ამიტომ ვერ მოხერხდა გასუფთავება.
შემთხვევის მეორე დღეს წყალმომარაგების კომპანიამ ვერ იმუშავა, რადგან ჭები ასფალტის ქვეშ არის მოქცული. მესამე დღეს იპოვეს ჭები, ხოლო მეოთხე დღეს ძლივს იპოვეს შეფერხების მიზეზი. ქუჩის მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ მე-5 დღეს საკანალიზაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზე გადავა.
კანალიზაციის გამწმენდი სამუშაოების გამო ახალქალაქს კიდევ ერთი დღის განმავლობაში არ მიეწოდება წყალი.