Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის პოლიცია, სომხური მართვის მოწმობის მქონე უცხოელთა, მათი ქვეყნების ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების ტარებისთვის გნკუთვნილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევის შესახებ ინფორმაციას განმარტავს და იუწყება, რომ საკითხი რეგულირდება აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობით.
„1968 წლის 8 ნოემბერს ვენაში ხელი მოეწერა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციას, რომლის თანახმად, მართვის მოწმობები მოქმედებს კონვენციის წევრ ყველა ქვეყანაში და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობაში მონაწილეობის თვალსაზრისით არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს.
საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის მქალაქეების მხრიდან, სხვა ქვეყნის მართვის მოწმობით აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების ტარებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი რეგულირდება აღნიშნული ქყევნის კანონმდებლობით“ – საკუთარ ფეისბუქის გვედრზე განმარტავს სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის, მედიასაშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი – ედგარ ჯანოიანი.