სომხური მართვის მოწმობების გამო მიღბული ჯარიმები გაუქმებულია

5 ივლისს ნინოწმინდელები დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ წელიწადზე მეტია მანქანას სომხური მართვის მოწმობით მართავდნენ. ამ ფაქტს დიდი ხმაური მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ახალი ბრძანება გასცა, რომლის თანახმად მსგავსი ფაქტის გამო აღარავინ დაჯარიმდება და 5 დაჯარიმებული პირი გადასახადისგან განთავისუფლდება – ამ ინფორმაციას სააგენტო jnews.ge ავრცელებს, დეპუტატ სამველ მანუკიანზე დაყრდნობით.

„ჩვენ მამუკა მდინარაძეს ვხვხდებოდით, როდესაც მე დამირეკეს და მომახსენეს ამ პრობლემის შესახებ. ჩვენ მამუკას გავესაუბრეთ, ის შინაგან საქმეთა მინისტრს დაუკავშირდა. მინისტრი სწრაფად გამოგვეხმაურა. გაიცა მინისტრის ახალი ბრძანება, რომლის თანახმად ყველაფერი ძველებურად რჩება და ისინი, ვინც დაჯარიმებული იყვნენ, განთავისუფლდნენ გადასახადისგან“-აღნიშნა სამველ მანუკიანმა.

მისი თქმით ბრძანებ აუკვე ძალაშია.

Leave a Reply