ირანთან ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები

4-5 ივლისს, ერევანში ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დროებითი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი გაიმართა.

ამის შესახებ იუწყება სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტრო.

მოლაპარაკებების პროცესში განხილულ იქნა შეთანხმების პროექტის ტექსტი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სამრეწველო საქონლის ცხრილი. ამასთან დაკავშირებით, მხარეები სატარიფო შეღავათების გამოყენების შეთავაზებით გამოვიდნენ.

სომხეთის დელეგაციას სომხეთის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილე, ჰოვანეს აზიზიანი ხელმძღვანელობდა.

Leave a Reply