Latest posts by Aliq Media (see all)
4 ივლისს, სამცხე-ჯავახეთს აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდელის საკრებულოს წევრი, ზარეჰ სინანიანი და გენერალი არშლუის ფაიტიანი ეწვივნენ. მათ ახალქალქის სომხური და ქართული ეკლესიები, აშუღ ჯივანის სახლ მუზემი და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.
სტუმრებს ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის შესასვლელთან პურითა და მარილით დახვდნენ. შემდეგ კი, მამა ბაბკენ სალბიანის მეთაურობით, სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს სომხეთა გენოციდის მსხვერპლთა მარადიული ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი, დაათვალიერეს ეკლესიის ეზოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რის შემდეგაც ეკლესიაში ილოცეს.
ჯავახეთის სასულიერო წინამზღვარმა სტუმრებს დაწვრილებით გააცნო „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ისტორია და საჩუქრად ხატები გადასცა.
შემდეგ კი სტუმრები ახალქალაქის ქართულ ეკლესიას ეწვივნენ, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდელის საკრებულოს წევრის ზარეჰ სინანიანის თქმით, ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა და მიზანს, სათვისტომოს პრობლემების გაცნობა წარმოადგენს.
„ახალციხის შემთხვევაში გავეცანით ადგილობრივ მმართველობას, შევეცადეთ გაგვეგო, თუ რა პრობლემები გააჩნიათ მათ, რა ურთიერთობები არის ხელმძღვანელობასა და სათვისტომოს შორის, და რა როლის შესრულება შეუძლია სამხრეთ კალიფორნიას მათთვის. ახალციხე ცოტათი განსხვავდება ახალქალაქისგან, აქ უფრო მეტად არიან კომპაქტურად დასახლებულები და სხვა გარემოა. მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ახალციხელი სომხები უფრო მეტად არიან ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში“-ამბობს ზარეჰ სინანიანი.
მისი შეფასებით, პრობლემები, როგორც ყველგან ,სოციალურ ხასიათს ატარებს. თუმცა არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, მაგალითად, სასკოლო განათლება. მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ემიგრაციის დღითი-დღე მზარდი ციფრებია.
„ზოგმა პედაგოგმა დაიჩივლა, რომ სომხური ენის საათები არ არის საკმარისი, მაგრამ ამის შესახებ მანამდეც ვიცოდი. ყველაზე ცუდი რამ, რაც დამხვდა, სომხების ემიგრაცია იყო. ციფრები, რომელიც ვნახე, მართლაც დამაფიქრებელია. ერთ სკოლაში 80-იანებში 1200 მოსწავლე ირიცხებოდა, ახლა კი მხოლოდ 100“– ამბობს ზარეჰ სინანიანი.