„ერთად მოქმედებით“ კრებული ახალქალაქსა და ნინოწმინდაში

“ერთად მოქმედებით” კრებული ახალქალაქსა და ნინოწმინდაში იქნა წარდგენილი. წიგნი სომეხთა გენოციდისგან გადარჩენილთა შთამომავლების შესახება მოგვითხრობს. თურქეთის, სომხეთისა და გერმანიის ახალგაზრდა კმვლევართაგან შექმნილი ჯგუფი სომხეთის შირაკის , არაგაწოტნის , ეჩმიაძინის რეგიონებს და დედაქალაქ ერევანს ეწვია.

ახალაგაზრდები სტუმრობდნენ შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ოჯახებს და მათ წარსულზე, აწმყოსა და მომვლის გეგმებზე ესაუბრებოდნენ. მოგზაურობის დროს შეგროვებული მასალა და შთაბეჭდილებები პროექტის მონაწილეებმა კრებულში „ერთად მოქმედებით“ აღწერეს. პროექტი გერმანული ორგანიზაცია DVV International– ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ახალქალაქში წიგნის პრეზენტაციის ორგანიზებას საინფორმაციო ცენტრმა Jnews-მაც შეუწყო ხელი. ახლაგაზრდა კმვლევართა ჯგუფის სამუშაოს შედეგების შესახებ ისაუბრა და კრებული წარადგინა DVV-ს რეგიონული ოფისის დირექტორმა – მათიას ქლინგენბერგმა. მისი თქმით, კრებული სოხმურ-თურქულ შერიგებასკენ მიმართული დიდი პროექტის ერთი ნაწილია.

„ინიციატივა ნაწილობრივ განხორციელდა, ნაწილობრივ კი ვერ შედგა“– ამბობს ქლინგენბერგი.

„თურქეთში მიმდინარე პროცესებმა და გარკვეულმა რეგიონულმა საფრთხეებმა შესაძლებლობა არ მოგვცა გაგვეხორციელებინა თავიდანვე დაგეგმილი კვლევის თურქული ნაწილი“.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეებსა და პროექტის ხელმძღვანელს შორის დისკუსია გაიმართა. ინტერესი დიდი იყო ასევე ნინოწმინდაშიც. შეხვედრის მონაწილეები შეკითხვებს ძირითადად ეთნიკურად თურქი მონაწილეების გამოხმაურებებისა და პოზიციების შესახებ სვამდნენ.

ქლინგენბერგი ამბობს, რომ ეს დიდი პროექტის ერთი პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილია.

ნინოწმინდასა და ახალქალაქში კრებული „ერთად მოქმედებით“ და ამავე პროექტის ფარგლებში დაბეჭილი რამდენიმე სხვა წიგნი, ყველა მსურველს დაურიგდა.

Leave a Reply