Latest posts by Aliq Media (see all)
უკვე 7 წელია სამცხე-ჯავახეთის სომხურ თმთან არსებობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი.
ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის რეგიონში მოქმედი ერთადერთი დაწესებულებაა. ცენტრის პედაგოგო რუზანნა ერემიანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში პრობლემების მქონე ბავშვების რაოდენობა დიდია, არჩევანი დიდი სირთულით გაკეთდა, რადგან მშობლების უმრავლესობას არ სურდა თავისი „უჩვეულო“ ბავშვი გამოსულიყო სახლიდან და ურთოერთობა ჰქონოდა სხვა ბავშვებთნ. ხანგრძლივი ახსნითი სამუშაოების შემდეგ დაახლოვებით 60 ბავშვის მშობლისგან ცენტრში სიარულის შემოთავაზება 15-მა მიიღო.
„მომავლში ვფიქრობ ორ ჯგუფად გავყოთ: ფიზიკური და გონებრივი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის. ჩვენ ძალიან გვეხმარება თბილისში უკვე წლების განმავლობაში მოქმედი ცენტრის ხელმძღვანელი ელისო რეხვიაშვილი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ჩვი ცენტრი. დიდია ასევე მამა ბაბკენის დახმარება: ადგილის დათმობა, საკანცელარიო ნივთები, სასულიერო გაკვეთილები და სხვა…“ – ამბობს ცენტრის პედაგოგი რუზანნა ერემიანი.
ქალბატონმა რუზანნამ ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ცენტრში მუშაობის შემოთავაზებას ერთბაშად არ დაეთანხმა. თავიდან პასუხისმგებლობას და სირთულეს არიდენბდა თავს. წლების განმავლობაში, თუმცა, ისწავლა „უჩვეულო“ ბავშვბთან ურთიერთობის ენა. ამბობს, რომ რამდენიმე თვე ცენტრში სიარულის შემდეგ მშობლები ვეღარ ცნობენ საკუთარ ბავსვბს.
საერთაშორისო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ბავშვების მგზავრობის ხარჯებს. მათი დიდი ნაწილი სოფლებიდან მოდის, მოსწავლეებისთვის ერთჯერადი კვებაა გათვალისწინებული, ისინი მონაწილეობენ საზაფხულო ბანაკებში. ცენტრში ბავშვები ატარებენ დღეში 4 საათს, სწავლობენ სიმღერას, ცეკვას, ხატვას, ვარჯისობენ, თამაშობენ, სეირნობენ. ცენტრის მოსწავლეებმა ახალი საქმიანობაც გააჩნიათ, ეკლესიის სანთლების ნარჩენებს აგროვებენ-მათ ახალ სიცოცხლეს აძლევენ, აფერადებენ შედეგად კი სააღდგომო ან სადღსასწაულო სანთლებს ქმნიან.
ბავშვბის ხელნაკეთი ნამუშევრები იყიდება კიდეც: ახალ წელს, აღდგომაზე ან სხვა დღესასწაულებზე, შემოსული თანხა ან ხელფასის სახით ბავსვებს უნაწილდებათ ან ექსკურსიებზე იხარჯება. თითქმის ყველა მოსწავლე ცენტრში მოინათლა. მამა ბაბკენ სალბინის ინიციატივით მასობრივი ნათლობა იქნა ჩატარებული.
ცენტრის პედაგოგი ამბობს, რომ მათ სახელმწიფო დაფინანსების იმედი აქვთ.