Latest posts by Aliq Media (see all)
პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს საქართველოს და სსრკ-ს სახალხო არტისტს, კომპოზიტორს – გია ყანჩელს უმასპინძლა, გია ყანჩელი სომხეთში მისდამი მიძღვნილ ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც 18-20 ივნისს ერევანში ჩატარდება.
სიტყვით გამოსვლისას სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომხეთში ძალიან უყვართ და აფასებენ გია ყანჩელის შემოქმედებას, რასაც მისდამი მიძღვნილი ფესტივალიც ადასტურებს. პრეზიდენტის აზრით, ფესტივალი კომპოზიტორის მიმართ სომხური აუდიტორიის სიყვარულისა და აღიარების საუკეთესო გამოხატულებაა. სერჟ სარგსიანმა ასევე თქვა, რომ სომხები ყოველთვის მოხარულნი არიან იმ ადამიანების მასპინძლობით, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობის განმტკიცებაში.
გია ყანჩელმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა მისი საქმიანობის მნიშვნელოვან პერიოდს, რომელიც პირდაპირპროპორციულადაა სომხეთთან დაკავშირებული; მისი 7 სიმფონიიდან 6, დილიჯანის კომპოზიტორთა სახლში დაიწერა, სომხეთში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქართველმა კომპოზიტორმა ბევრი სომეხი მეგობარიც შეიძინა, მათ შორის მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე მხარეებმა სომხურ-ქართული ურთიერთობები ზოგად ჭრილშიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მეგობრული კავშირი ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად ძლიერდება; უფროსი თაობის წარმომადგენლების ურთიერთობა კი ნამდვილი მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის. ცხადია მეგობრობა უნდა გაგრძელდეს კულტურულ სფეროშიც.