Latest posts by Aliq Media (see all)
სოფელში – პატარა არაქალი დასალევი წყლის პრობლემაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ვერ გვარდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა არაქალი ყოველდღიური პრობლემებით გაჯერებული სოფელია, სადაც წყლის პრობლემის გარდა – უმუშევრობა, კეთილმოუწყობელი გზები, ღამის განათება, ახალგაზრდებისთვის სპროტ დარბაზის არ ქონა თითქოს უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. აღნიშნული პრობლემები ხშირად სოფლის მოსახლეობის ნაწილს ოჯახების დატოვების საშიშროებას უქმნის, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან ფულის საშოვნელად სხვაგან წავიდნენ.
აღნიშნული პრობლემებიდან ყველაზე გადაუდებელ და გადაუჭრელ პრობლემად მაინც წყლის პრობლემა რჩება: დიდიდან პატარამდე, ოჯახის ყველა წევრის საზრუნავი ყოველდღიურად ოჯახის წყლით უზრუნველყოფაა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მცხოვრებლებს წყლის ცისტერნები აქვთ მომარაგებული, მათი ცხოვრება მაინც დაძაბულია – თუ ცისტერნა დაიხარჯა, დაზუსტებით არ იციან შემდეგ ჯერზე როდის გამოუშვებენ წყალს.
სოფლის მკვიდრი მოსახლეობა საკუთარი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე უწყლობის გამო ბოსტნეული კულტურების მოყვანასაც ვერ ახერხებს.
„წყალი არ გვაქვს, ის მხოლოდ სამ დღში ერთხელ მოდის, მაგრამ მხოლოდ ერთი საათით, ჩვენ ამ მხრივ, ალბათ ყველაზე ჩამორჩენილ სოფლებს ვეკუთვნით“-ამბობს სოფელი პატარა არაქალის ერთ-ერთი მოსახლე.
რადიო ნორის ინფორმაციით სოფელში დაახლოვებით 90 კომლი ცხოვრობს.