Latest posts by Aliq Media (see all)
პიანისტი ანაჰიტ სტელმაშოვა 5 წელია მუსიკას ეუფლება. ამ წლების გულმოდგინე მუშაობის შედეგად, ის ყოველთვის იმარჯვებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურსებში.
4 ივნისს მან თბილისში „პატარა ვირტუოზის“ წოდება მიიღო. ეს მისთვის, დიდი მსოფლიო სცენისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
მაისის თვეში ანაჰიტი იტალიაში იმყოფებოდა. მან მსოფლიო დონის, როსინის სახელობის თეატრში, არნო ბაბაჯანიანის „ვაღარშაპატის ცეკვა“ დაუკრა და მეორე ხარისხის მედალს დაეუფლა.
პატარა ანაჰიტი 2 წლიდან უკრავს, თუმცა მუსიკალურ სკოლაში 6 წლიდან დაიწყო სიარული. სველტლანა კაროიანმა, საბავშვო ბაღში ანაჰიტის მოსმენის შემდეგ მშობლებს ურჩია, ბავშვი მუსიკალურ სკოლაში მიეყვანათ.
როგორც ამბობენ, 5 წლის განმავლობაში მას ერთი გაკვეთილიც კი არ გაუცდენია. დღეში 2,5 საათს მუსიკალურ სკოლაში და ამდენივეს სახლში მეცადინეობს. მუსიკა პატარა ვირტუოზის სტიქიაა.
jnews-ის კითხვას, თუ რას მოიმოქმედებდა, ვინმეს დაკვრა რომ აეკრძალა, პატარა ვიურტუოზმა მკაფიო პასუხი გასცა: „მოვკლავდი“.
მას უყვარს კლასიკური მუსიკა, მაგრამ… „ყველაზე მეტად ჯაზის მოსმენა მიყვარს, კლასიკას იმ დროს ვუსმენ, როდესაც მოწყენილი ვარ, ჯაზს – როდესაც თავს ფანტასტიურად ვგრძნობ“ – ამბობს ანაჰიტი.
11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა პარიზში ცხოვრებაზე და მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრებაზე ოცნებობს. მუსიკაში კი ისწრაფვის ელისო ფოფხაძესა და დენის მაცუევს დაემსგავსოს.