Latest posts by Aliq Media (see all)
ეთნიკური უმცირესობების საბჭო საქართველოში ომბუდსმენის აპარატის ეგიდით სამცხე ჯავახეთში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის მოქმედებების პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს.
მონიტორინგი სამცხე-ჯავახეთში 3-დღიანია. წელს სამონიტორინგო ჯგუფი იკვლევს ინტეგრაციის მიმართულებით 2015-2016 წლებში მოქმედებების პროდუქტიულობას. მონიტორინგის ფრგლებში 8 წევრისგან შედგენილმა ჯგუფმა სამცხე ჯავახეთის 3 ქალაქს ეწვია.
6 ივნისს სამონიტორინგო ჯგუფმა ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობასთან გამართა შეხვედრა. 7 ივნისს ახალქალაქში განახორციელეს შეხვედრები როგორც თვითმმართველობის ასევე არასამთავრობო სექტროის წარმომადგენლებსა და პრესის წარმომადგენლებთან. მონიტოგინგის ფარგლებში ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ჩატარდება შეხვედრები. მონიტორინგი ჩატარდება საქალაქო საავადმყოფოშიც. მსგავსი შეხვედრები გაიმართება ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
„საბუთი შედგენილი იქნება რამოდენიმე შემადგენელი ნაწილისგა, ესენია: პრესის საკითხები და კულტურული, საგანმანათლებლო, კანონის უზენაესობის, რეგიონული საკითხების შესახებ, სოციალურ და პოლიტიკური საკითხები. ჩვენ ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით დამკვირვებლები გვყავს, რომლებც უმცირესობეების საბჭოს წევრები არიან, ასევე რეგიონში დამოუკიდებელი ექსპერტები გვყავს. ჩვენ ვეწვევით ასევე საავადმყოფოს, რადგან მოქმედებების გეგმის თანახმად იქ მათ მშობლიურ ენაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებული მომსახურებების შესახებ სიანფორმაციო ბუკლეტები უნდა იყოს. ჩვენ გვაინტერესებს, თუ რამდენად არის ეს ყველა ბროშურა, დამაგრებულია თუ არა პასტარები და სარეკლამო ბილბორდები“ – ამბობს საქართველოს ომბუდსმენის ოფისის ეთნიკური უმცირესოსბების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იზაბელა ოსიპოვა jnews.ge – თან საუბარში.
ანგარიშის ფარგლებში, მონიტორინგის თანახმად ყველა სახელმწიფო სტრუქტურასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს იმ საკითხებთან დაკავსირებით რომლებსაც მეტი ყურადღება სჭირდებათ შემოთავაზებებს წარუდგენენ. ანგარიშის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ამა წლის ივლისის ბოლოს მისამართით: www.tolerantoba.ge.