Latest posts by Aliq Media (see all)
ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა როგორც თბილისის სხვადასხვა კუთხეში, ასევე სომხურ სათვისტომოში. საქართველოს სომხურმა თემმა სომეხი პატარებისთვის გასართობი პროგრამა მოაწყო და სხვასახვა სკოლების მოსწავლეები ერთ სივრცეში შეკრიბა. ღონისძიება ჩატარდა სომხური თემის მოქმედ ორივე ეკლესიაში.
თბილისის სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში ბავშვები ცარცით მშვიდობას ხატავდნენ.
„აღსანისნავია, რომ ბავშთა დღეს სომხური თემი ორჯერ აღნიშნავს, პირველი – ბზობას, ხოლო მეორე – პირველ ივნისს“ – ამბობს მამა სამველ თოროსიანი.
„სასიამოვნოა როდესაც ბავშვები ეკლესიაში არიან, მათ თემის წინამძღვრის კურთხევა მიიღეს. ბავშვებმა მშვიდობა დახატეს და ღმერთს მსოფლიოში მშვიდობა სთხოვეს. ღმერთი ბავშვებს ყოველთვის უსმენს, ეკლესია კი მათ ყოველთვის გულღიად ელოდება“.
თავიანთი პატარების თამაშს თვალს მშობლები ადევნებდნენ, მათგან ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ ბავშვებს, ბედნიერების გარდა არაფერი სჭირდებათ.
ბავშვენი უდარდელები და კმაყოფილები იყვენენ. მათ კარგ განწყობას კი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატიული თეატრის მსახიობებეი უზრუნველყოფდნენ. არამ ჰარუთუნიანი ადამიანი-ობობას როლს ასრულებდა:
„ბავშვები მართლაც ბედნიერები არიან, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ გვიხარია, ვმღერით და ვცეკვავთ მათთან ერთად“.
საზეიმო დღე დასრულდა დაჯილდოებით: საუკეთესო ნახატისთვის, საუკეთესო სიმღერისთვის და ცეკვისთის. სომხური თემის წინამძღვარმა ბავშვებს საბავშვო ბიბლია და ტკიბელული გადასცა.