Latest posts by Aliq Media (see all)
სოფელი ჯიგრაშენი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისგან 6 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში 250 ოჯახი ცხოვრობს. სკოლაში 108 მოსწავლე დადის, მაგრამ სოფელს საბავშვო ბაღი არ აქვს. მოსახლეობის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს.
მოსახლეობის აზრით, საბავშვო ბაღის არსებობის შემთხვევაში, ქუჩაში თამაშის მაგივრად, ბავშვებს სკოლამდელი განათლებისა და აღზრის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო უფროსები მშვიდად დაკავდებიან საველე სამუშაოებით. უახლოესი საბავშო ბაღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია, თუმცა სოფლის ყველა მაცხოვრებელს ბავშვის ასე შორს ტარება არ შეუძლია, წერს რადიო NOR-ი.
„სასოფლო სამეურნეო სამუშოები უკევ დაიწყო და ჩვენ იძულებულები ვართ ბავშვები ველში თან წავიყვანოთ. ჩვენმა უფროსმა შვილებმა განათლება მიიღეს და დაბრუნდნენ სოფელში, ახლა სამსახურს ვერ პოულობენ. სოფელში სკოლის გარდა სხვა სამუშაო ადგილი არ არის, მაგრამ ბაღის არსებობის შემთხვევაში რამდენიმე ახალგაზრდა მაინც დასქამდება „ – ამბობს სოფელ ჯიგრაშენის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.