Latest posts by Aliq Media (see all)
2016 წელს სომხეთის სიტყვის თავისუფლების ეროვნულმა კომიტეტმა დააფიქსირა: ფიზიკური ძალადობის 10 შემთხვევა, რომლის დროსაც დაშავდა 26 ჟურნალისტი და ოპერატორი. მასმედიის საშუალებებზე და მათ თანამშრომლებზე ზეწოლის 52 ფაქტი. ასევე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების 33 დარღვევა.
თუ 2015 წელს დაფიქსირებული დარღვევების შედეგად დაზარალდა მასმედიის 23 თანამშრომელი, 2016 წელს მათი რაოდენობა გაიზრდა და 26 შეადგინა.
ხოლო, თუ 2015 წელს მასმედიაზე ზეწოლის 67 ფაქტი დაფიქსირდა, 2016 წელს 52 ფაქტი აღინიშნა.
2016 წლის განმავლობაში მასმედიისა და ჟურნალისტების ჩართულობით სხვადასხვა სასამართლოში სისხლის სამართლის 17 საქმე აღიძრა, საიდანაც 14 შეურაცხყოფას, 2 ყაჩღობას, 1 უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხებოდა.