Latest posts by Aliq Media (see all)
3…2…1… უკუთვლით დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ ქართველ სომეხთა გაერთიანების“ ინიციატივით მოწყობილი საქველმოქმედო მარათონი.
მარათონი პატარა გოგონას სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. ყველაფერი იმით დაიწყო , რომ ორგანიზციას, ათი წლის მარიამ სარგათიანის დედამ, ბავშვის მკურნალობის ხარჯების საკითხში ხელშეწყობის თხოვნით მიმართა.
დედას დიდი დრო დასჭირდა პატარა მარიამის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის ჩამოსათვლელად. სამშობიარო ტრავმა, 3 წლის ასაკში ბავშვთა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი, პატარა გოგონამ თავის ტვინის ოპერაციაც გადაიტანა, რომლის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მარიამი ვეღარ საუბრობს და შეზღუდულად მოძრაობს. ახლა მას სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდება, პროფესიონალები მარიამის გამოჯანმრთელების 70-80%-იან პერსპექტივას ხედავენ. სტამბოლში ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო 45 ათასი დოლარიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ უზრუნველყვეს თანხის თითქმის ნახევარი. სხვა მხარდამჭერთა დახმარებით კიდევ 10 ათასი შეგროვდა. ახლა მარიამის სიცოცხლე და ჯანმრთელობა 14 ათას დოლარზეა დამოკიდებული.
„იმ ყველა ადამიანის მადლობელი ვარ, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს, მხარი დაგვიჭირეს და მონაწილეობა მიიღეს ან მონაწილეობა სურდათ მაგრამ ვერ შეძლეს. იმედი მაქვს, რომ რაღაც შედეგი გვექნება, მინდა ყველას ვთხოვო, ჩემს მარიამს დაეხმაროს“-ამბობს მაკა რიგვავა.
მიუხედავ იმისა, რომ „ქართველ სომეხთა გაერთიანება“ საველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ფინანსები არ გააჩნიათ, უიმედოდ დარჩენილ დედას უარი არ უთხრეს. ორგანიზაციაში, გოგონას დახმარებისა და
დედის წუხილის მცირედით შემსუბუქების გზა მონახეს. გადაწყდა მარათონის ორგანიზება, რომლიდანაც შემოსული თანხა მარიამის დედას გადაეცემა.
სიმბოლური მარათონი 2,5 მეტრი, კუს ტბის ირგვლივ. ინიციატივას გამოეხმაურა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების, როგორც სომეხი ასევე ქართველი სტუდენტობა, საქართველოს სომხური ეპარქია, თბილისის სომხური თეატრი, სომხური სათვისტომოს მთელი რიგი ორგანიზაციები. მარათონის პირველი სამეულისთვის „ქართველ სომეხთა გერთიანებამ“ წამახალისებელი ჯილდოები მოამზადა.
„ქართველ სომეხთა გაერთიანების“ პროექტების ხემძღვანელი მარი არაქელოვა, მბობს, რომ ეს ორგანიზაციის საქვლმოქმედო საქმიანობის პირველი მცდელობა იყო, თუმცა წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია პრეცენდენტი გახდეს.
„თუ ვნახავთ, რომ ჩვენ ასეთ საქმიანობას შედეგი აქვს, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. ჩვენი ძირითადი მიზანი ხალხის მსახურებაა, თუ ვნახავთ, რომ მართლაც შეგვიძლია ბავშევების დახმარება, რატომაც არა?“.
„ძალიან მიყვარს საქველმოქმედო საქმიანობა და როდესაც შევიტყე, რომ მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად იმართება, პირდაპირ დავრეგისტრირდი. ძალიან ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა საქველმოქმედო მარათონებში. ყველა ადამიანის უპირველესი მიზანი უნდა იყოს ქველმოქმედება და ამის აგიტირება. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ღმერთის შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“– ამბობს მარათონის გამარჯვებული, გიორგი შეკრელიძე.
მარიამის მხარდასაჭერად, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხის გადარიცხვაც არის შესაძლებელი, მიმღები: მაკა რიგვავა.