Latest posts by Aliq Media (see all)
თბილისის სომხური სტუდენტური გაერთიანების მორიგი გაკვეთილია. ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამის კურსდამთავრებული, ჰარუთიუნ მალხასიანი , ახლა უკვე იმავე პროგრამით ჩარიცხული 150 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობს. ჰარუთიუნი თავის მეგობარ სტეფან ევაჯიანთან ერთან სტუდენტებს სასწავლო სისტემის თავისრებურებებს უხსნის და პროფესიულ რჩევებს აძლევს.
„1+4 პროგრამის სირთულეები მე და სტეფანმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როდესაც მოსამზადებელი პროგრამის შემდეგ 1-ელ კურსზე გადავედით. არ ვიცოდით რა საგნები აგვერჩია, როგორ გვესწავლა, რა უნდა წარგვედგინა სემინარებზე და გამოცდები როგორ ჩაგვებარებინა. ჩვენი იდეით მივმართეთ კულტურულ- საგანმანათლებლო ცენტრ „ჰაიარტუნს“. აქ ჩვენთვის ფართი გამოინახა და შესაძლებელი გახდა იდეა რეალობად გვექცია“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-2 კურსისი სტუდენტი, ჰაირუთიუნ მალხასიანი 3 წლის წინ ნინოწმინდის მუნიპალიტეტის სოფელ თორადან თბილისში უმაღლესი განთლების მისაღბად ჩამოვიდა.
„რატომ თბილისი? რადგან ნებისიერი ეთნიკური უმცირესობის წარმოამადგენელი ვალდებულია ფლობდეს ქვეყნის სახელმწიფო ენას. ჩაბარებისას სასაუბრო დონეზე ელემენტარული დიალოგისთვის საჭირო სიტყვები ვიცოდი“– ამბობს ჰარუთიუნი და ამტკიცებს, რომ 1 წლის შემდეგ ქართულ ენასთან დაკავშირებული პრობლემები შეუდარებლად ნაკლები ჰქონდა.
პირველი კურსის სირთულეებზე საუბრისას, ჰარუთიუნი ამბობს, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება ენის ცოდნის დაბალი დონე და ქართველ სტუდენტებთან ურთიერთობის ნაკლებობა იყო.
ჰარუთიუნი თვლის, რომ ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია. „მაგალითად ჩემი კურსელების უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რა ეთნიკური წარმომავლობის ვარ. ჩემს მიმართ მათი დამოკიდებულება ისეთია, როგორც სხვების მიმართ. როცა მივამართავ ჩემ კურსელ ბექას ის მე „ჰა ჯან“-ით მპასუხობს. ის ახალციხიდანაა, სომხური სიტყვები იცის, სომხებთან ურთიერთობა ჰქონია, დადებითად არის განწყობილი… რაც შეეხება ელმარს (ეთნუკურად აზერბაიჯანელი მარნეულიდან) ბოლო წლის განმავლობაში ყველა გამოცდისა და სემინარისთვის ერთად მოვემზადეთ, ის ჩემი ახლო მეგობარია. მე მას სომხურს ვასწავლი, ის კი მე აზერბაიჯანულს“.
მომავალში ჰარუთიუნი სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაზე აპირებს. ამბობს, რომ რეგიონში უნდა დაბრუნება, რადგან მისი იქ ყოფნა უნფრო საჭირო იქნება.