Latest posts by Aliq Media (see all)
სააგენტო Salam News-ის თანახმად, „უკვდავ პოლკად“ წოდებული აღლუმის დროს, როდესაც ხალხი 1941-45 წლებში დაღუპული ნათესავების სურათებით გამოდიოდა, მოსკოველმა სომხებმა პროვოკაცია სცადეს და მთიანი ყარაბაღის დროშით გამოვიდნენ. თავის მხრივ, აზერბაიჯანელებმა, ხმამაღალი შეძახილებით: „მოაშორეთ ეს ჩვარი!“, თავიანთი ნაციონალური დროშა ააფრიალეს .
Salam News- ის ფოტო და ვიდეო მასალაზე აშკარად ჩანს, რომ ადამიანები ორივე ჯგუფიდან, ერთმანეთის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დგანან.
აზერბაიჯანული APA – ს საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ინციდენტი მოსკოვის მეტროსადგურ „ბელორუსკაიასთან“ მოხდა. აზერბაიჯანელებმა რამოდენიმეჯერ მოსთხოვეს პოლიციას დაუყოვნებლივ მოეშორებინათ „სეპარატისტულიუ რეჟიმის“ დროშა, მაგრამ ყურადღება მაინც ვერ მიიპყრეს.
შეტაკებების თავიდან ასაცილებლად, სომხებს სპეციალური რაზმი აკონტროლებდა, ხოლო აზერბაიჯანელები დააყოვნეს და გარკვეული დროის შემდეგ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღოთ აღლუმში.