Latest posts by Aliq Media (see all)
საუკუნის მეოთხედია რაც 9 მაისს სომხეთში 3 დღესასწაულს აღნიშნავენ. 1945 წელს სამამულო ომში გამარჯვენული საბჭოთა ერების (მათ შორის სომხების) გამარჯვებას დაემატა 1992 წელს მთინაი ყარაბაღის ქალაქ შუშის განთავისუფლების და მთიანი ყარაბაღის ჯარის შექმნის დღე.
სამმაგ დღესასწაულს უკვე მეორე წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოც“ აღნიშნავს. წელს საზეიმო ღონისძიებისთვის სოფელი დიდგორი შეირჩა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველსო სომეხთა სათვისტომოს“ თავმჯდომარის, სამველ მკრტჩიანის თქმით, ღონისძიების ადგილი სიმბოლურია.
„დიდგორში 1121 წელს მეფე დავით აღმაშენებელმა , ქართულ-სომხური გაერთიანებული ჯარით, თურქ-სელჯუკებზე გამარჯვება მოიპოვა. ამის გამო შერჩეული ადიგილი ძალიან სიმბოლურია. ეს აჩვენებს იმას, რომ ძალა ერთობაშია. როცა კი ქართველებს და სომხებს ერთად უბრძოლიათ, გამარჯვება მოუპოვებიათ“-ამბობს მკრტჩიანი.
წლევანდელი ღონისძიების ფორმატი განსხვავებული იყო. ბუნებაში მოწყობილიზეიმის მონაწილეებისთვის კონცერტი გაიმართა სხვადასხა ანსამბლების საცეკვაო და სასიმღერო ნომრებით.
„წელს გადავწყვიტეთ სხვა ფორმატი ყოფილიყო. ეს პიკნიკიცაა და ზეიმიც, რადგან გამარჯვება ნამდვილად სიხარულია და კარგი განწყობით უნდა აღინიშნოს“-ამბობს მკრტჩიანი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 9 მაისს აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თბილისის უბან „მეტრომშენში“, სადაც უმეტესად ეთნიკურად სომეხი მსოახლეობა ცხოვრობს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებული ფესტივალი ჩაატარა.